პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2026
გამოწერა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას თვალისწინებს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“ მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0