https://sputnik-georgia.com/20261110/policiam-2024-wlis-saqme-gaxsna-301630711.html
ვინ ააფეთქა „პუშკინა"? პოლიციამ ორი წლის წინ მომხდარი საქმე გახსნა
ვინ ააფეთქა „პუშკინა"? პოლიციამ ორი წლის წინ მომხდარი საქმე გახსნა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T15:27+0400
2026-11-10T15:27+0400
2026-11-10T15:27+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმე გახსნა და ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გიორგი მჭედლიშვილია, რომელსაც კრიმინალური სამყარო იცნობს მეტსახელით „პუშკინა“. მჭედლიშვილს თან ახლდა მისი მეგობარი ბესო ლაფაჩი, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ვინ ააფეთქა „პუშკინა"? პოლიციამ ორი წლის წინ მომხდარი საქმე გახსნა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმე გახსნა და ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გიორგი მჭედლიშვილია, რომელსაც კრიმინალური სამყარო იცნობს მეტსახელით „პუშკინა“. მჭედლიშვილს თან ახლდა მისი მეგობარი ბესო ლაფაჩი, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.