https://sputnik-georgia.com/20261110/policiam-1-piri-daakava-301629216.html
დააკავეს პირი, რომელმაც ყალბი დოკუმენტებით 1,6 მლნ ლარის უძრავი ქონება უკანონოდ მიისაკუთრა
დააკავეს პირი, რომელმაც ყალბი დოკუმენტებით 1,6 მლნ ლარის უძრავი ქონება უკანონოდ მიისაკუთრა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T12:29+0400
2026-11-10T12:29+0400
2026-11-10T12:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განიზრახა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლება. „ბრალდებულმა უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა, შემდგომ კი საჯარო რეესტრში მისი წარდგენით აღნიშნული უძრავი ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა“, - ნათქვამია განცხადებაში. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს 1,6 მლნ ლარის ზიანი მიადგათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დააკავეს პირი, რომელმაც ყალბი დოკუმენტებით 1,6 მლნ ლარის უძრავი ქონება უკანონოდ მიისაკუთრა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განიზრახა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლება.
„ბრალდებულმა უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დაამოწმა, შემდგომ კი საჯარო რეესტრში მისი წარდგენით აღნიშნული უძრავი ქონება საკუთარ სახელზე გადაიფორმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს 1,6 მლნ ლარის ზიანი მიადგათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.