https://sputnik-georgia.com/20261110/kaladze-xelisupleba-qvekanas-aravis-gamoakenebinebs-301641510.html
კალაძე: საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას არავის გამოაყენებინებს
კალაძე: საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას არავის გამოაყენებინებს
Sputnik საქართველო
კალაძის განცხადებით, ევროკავშირთან პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს და საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებდეს. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T21:00+0400
2026-11-10T21:00+0400
2026-11-10T21:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_641922e48a0cf3dba03397184c8def3d.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის მზაობა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა საქართველო თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ, განუცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ხოლო მმართველი პარტია „აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მისი თქმით, ევროპელი წარმომადგენლები ძველი მეთოდებით აგრძელებენ ურთიერთობას, მათ შორის, ცდილობენ საქართველოს დავალებები მისცენ და აიძულონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. „ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რომ სანქციებზე მიერთება დამაზიანებელი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, უბრალო ადამიანისთვის, ვინც შრომობს და წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში. რატომ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს? გვიკრძალავენ, გვეუბნებიან, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ თვითონ იმავეს აკეთებენ“, - აღნიშნა კალაძემ. როგორც მერმა ღნიშნა, ქართულ საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოდის ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. თბილისმა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მანამდე კი ბრიუსელთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 2017 წლიდან მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017078_275:240:1776:1366_1920x0_80_0_0_8b6d20c77eee9809a37bf194e629818d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კალაძე: საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას არავის გამოაყენებინებს
კალაძის განცხადებით, ევროკავშირთან პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს და საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებდეს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის მზაობა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა საქართველო თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ, განუცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ხოლო მმართველი პარტია „აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავებისა და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ. ასე არ გამოვა. პარტნიორობა, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა. ევროპა რატომ გვინდა? რა იყო მთავარი ამოცანა და მიზანი? რა თქმა უნდა, თავისუფლება“, -განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ევროპელი წარმომადგენლები ძველი მეთოდებით აგრძელებენ ურთიერთობას, მათ შორის, ცდილობენ საქართველოს დავალებები მისცენ და აიძულონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
„ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რომ სანქციებზე მიერთება დამაზიანებელი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, უბრალო ადამიანისთვის, ვინც შრომობს და წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში. რატომ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს? გვიკრძალავენ, გვეუბნებიან, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ თვითონ იმავეს აკეთებენ“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც მერმა ღნიშნა, ქართულ საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოდის ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან.
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. თბილისმა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მანამდე კი ბრიუსელთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 2017 წლიდან მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.