https://sputnik-georgia.com/20261109/savachro-samrewvelo-palatas-ekonomikis-saministro-gaakontrolebs-301618541.html
ვინ გააკონტროლებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას? მთავრობამ ინიციატივა წარადგინა
ვინ გააკონტროლებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას? მთავრობამ ინიციატივა წარადგინა
Sputnik საქართველო
შესაბამისი ცვლილება „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედი რედაქციით პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ-მინისტრის... 09.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-09T21:00+0400
2026-11-09T21:00+0400
2026-11-09T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს პრემიერ- მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს, იუწყება ქართული მედია. პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობამ უკვე მიმართა - შესაბამისი ცვლილება „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედი რედაქციით პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. „ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოტენციალის ეფექტიანად ზრდას, ეკონომიკის განვითარებას და მეწარმეების მხარდაჭერას“, -აღნიშნავენ პროექტის ინიციატორები. საკანონდმებლო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, მეწარმეთა ინტერესების დაცვა და ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნესგარემოს განვითარებაა. ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებას, ახორციელებს ბიზნესფორუმებისა და გამოფენების ორგანიზებას, სთავაზობს მეწარმეებს საკონსულტაციო თუ სასწავლო პროგრამებს და უფლებამოსილია გასცეს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
ვინ გააკონტროლებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას? მთავრობამ ინიციატივა წარადგინა
შესაბამისი ცვლილება „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედი რედაქციით პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს პრემიერ- მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს, იუწყება ქართული მედია.
პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობამ უკვე მიმართა - შესაბამისი ცვლილება „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედი რედაქციით პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
„ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოტენციალის ეფექტიანად ზრდას, ეკონომიკის განვითარებას და მეწარმეების მხარდაჭერას“, -აღნიშნავენ პროექტის ინიციატორები.
საკანონდმებლო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, მეწარმეთა ინტერესების დაცვა და ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნესგარემოს განვითარებაა. ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებას, ახორციელებს ბიზნესფორუმებისა და გამოფენების ორგანიზებას, სთავაზობს მეწარმეებს საკონსულტაციო თუ სასწავლო პროგრამებს და უფლებამოსილია გასცეს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები.