https://sputnik-georgia.com/20261109/ramdeni-adamiania-cixeshi-monacemebi-ganaxlda-301595798.html
რამდენი ადამიანია გისოსებს მიღმა? მონაცემები განახლდა
რამდენი ადამიანია გისოსებს მიღმა? მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,2% 64 ქვეყნის მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.756 უცხოელი პატიმარია. 09.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-09T17:00+0400
2026-11-09T17:00+0400
2026-11-09T17:00+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტატისტიკა
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებში 12,4 ათასი პატიმარი იმყოფებოდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა. მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით. პატიმრების ძირითადი ნაწილი მამაკაცია, ქალების რაოდენობა 640-ს შეადგენს, მათგან 14 - 18 წელს მიუღწეველი პირია.პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 191 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 94 პირია. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 77,7%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 173 თავისუფალი ადგილი იყო. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,2% 64 ქვეყნის მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.756 უცხოელი პატიმარია. მათი უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან. საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ორი არასრულწლოვანი და 219 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 632 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საქართველო, საქსტატი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
რამდენი ადამიანია გისოსებს მიღმა? მონაცემები განახლდა
პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,2% 64 ქვეყნის მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.756 უცხოელი პატიმარია.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებში 12,4 ათასი პატიმარი იმყოფებოდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა. მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით. პატიმრების ძირითადი ნაწილი მამაკაცია, ქალების რაოდენობა 640-ს შეადგენს, მათგან 14 - 18 წელს მიუღწეველი პირია.
პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 191 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 94 პირია. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 77,7%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 173 თავისუფალი ადგილი იყო. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.
პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,2% 64 ქვეყნის მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.756 უცხოელი პატიმარია. მათი უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.
საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ორი არასრულწლოვანი და 219 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 632 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.