პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა პვპ“, 480 აბი „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0