https://sputnik-georgia.com/20261109/mtavrobam-biujetis-ganaxlebuli-proeqti-waradgina-301610196.html
მთავრობამ პარლამენტს განახლებული ბიუჯეტი წარუდგინა: რა შეიცვალა
მთავრობამ პარლამენტს განახლებული ბიუჯეტი წარუდგინა: რა შეიცვალა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5%-ის დონეზე. 09.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-09T10:51+0400
2026-11-09T10:51+0400
2026-11-09T10:51+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვერსია წარუდგინა.როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის, მათ შორის, საქართველოს ეკონომინის ზრდის შესახებ.განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 126,4 მლრდ ლარის ოდენობით.ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილია მშპ-ის 2,5%-ის დონეზე, ამასთან, მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 31,6%-ის ფარგლებშია.სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრებიწარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2027 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით 0,9მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 38,4 მლრდ ლარს შეადგენს.ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 1,8 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 33,6 მლრდ ლარი იქნება.რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა თითქმის 642,2 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 32,7 მლრდ ლარი იქნება.ვინ მიიღებს მეტ ფულს2027 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 427,6 მლნ ლარით გაიზრდება და 10,9 მილიარდი ლარი იქნება. ზრდა განპირობებულია 70 წლამდე პირთა პენსიებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების, ასევე ჯანდაცვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპენსაციაზე გაწეული ხარჯების ზრდით.290,3 მილიონი ლარით გაიზრდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და 2,3 მილიარდ ლარს შეადგენს - თანხების უმეტესი ნაწილი ხელფასების ზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 73,1 მილიონი ლარით გაიზრდება და 3 მილიარდი ლარი იქნება. გაზრდილი ხარჯების ძირითადი ნაწილი განათლებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას მოხმარდება. დანარჩენი სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების ბიუჯეტები ან უცვლელი დარჩება, ან მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მთავრობამ პარლამენტს განახლებული ბიუჯეტი წარუდგინა: რა შეიცვალა
სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5%-ის დონეზე.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვერსია წარუდგინა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის, მათ შორის, საქართველოს ეკონომინის ზრდის შესახებ.
განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 126,4 მლრდ ლარის ოდენობით.
ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დადგენილია მშპ-ის 2,5%-ის დონეზე, ამასთან, მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 31,6%-ის ფარგლებშია.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2027 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით 0,9მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 38,4 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 1,8 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 33,6 მლრდ ლარი იქნება.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა თითქმის 642,2 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 32,7 მლრდ ლარი იქნება.
2027 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 427,6 მლნ ლარით გაიზრდება და 10,9 მილიარდი ლარი იქნება. ზრდა განპირობებულია 70 წლამდე პირთა პენსიებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების, ასევე ჯანდაცვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპენსაციაზე გაწეული ხარჯების ზრდით.
290,3 მილიონი ლარით გაიზრდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და 2,3 მილიარდ ლარს შეადგენს - თანხების უმეტესი ნაწილი ხელფასების ზრდასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
საქართველოს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 73,1 მილიონი ლარით გაიზრდება და 3 მილიარდი ლარი იქნება. გაზრდილი ხარჯების ძირითადი ნაწილი განათლებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას მოხმარდება.
დანარჩენი სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების ბიუჯეტები ან უცვლელი დარჩება, ან მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზრდება.