ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში? ბოლო ცნობები

© Courtesy of Ministry of Internal Affairმიგრაციის დდეპარტამენტი
მიგრაციის დდეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში თავშესაფარი 329 უცხოელმა მოქალაქემ მოითხოვა, რომელთა უმეტესობა უკრაინის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ლტოლვილის ან სპეციალური დაცვის სტატუსი ჯამში 22 უცხოელს მიანიჭა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
სპეციალური დაცვის სტატუსი, რომელიც ჰუმანიტარული სტატუსის ანალოგია, პირებს ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის საშუალებას აძლევს, თუმცა არ გულისხმობს ლტოლვილთა დახმარების პროგრამაში ჩართვას.
უწყების ცნობით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი ირანის, ავღანეთის და ეგვიპტის სამ მოქალაქეს მიანიჭა. სპეციალური დაცვის სტატუსი კი თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა, ასევე დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე პირებმა მიიღეს.
2026 წლის 9 თვეში ქვეყანაში აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე 461 უცხოელს ეთქვა უარი - ამ უარის უმეტესობა თურქეთის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეებს ეხებოდათ.
2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში თავშესაფარი 329 უცხოელმა მოქალაქემ მოითხოვა, რომელთა უმეტესობა უკრაინის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ.
თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. თავშესაფრის მიღებამდე, აღნიშნულ პირებს სპეციალურ ცენტრში ათავსებენ. 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ცენტრში 707 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება.
თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქვეყანა უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დეპორტაცია ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0