სკოლებში დაწყებითი კლასების ფორმების რეალიზაციისთვის სივრცეები გამოიყოფა

სასკოლო ფორმა
სასკოლო ფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
სივრცეები შპს „საგანმანათლებლო რესურსებს" მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უსასყიდლოდ გადაეცემათ.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, სადაც მოხდება ფორმების შენახვა, გაყიდვა ან იმ მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემა, ვინც მათ უფასოდ იღებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი N2507 განკარგულების თანახმად, საჯარო სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უფლება მიეცათ თავიანთ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გადასცენ შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.
ამასთან, დადგენილებით შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ უფლება ეძლევა, აღნიშნულ სივრცეებში განათავსოს საინფორმაციო ბანერები და საბანკო გადახდის ტერმინალები.
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი 2 ნოემბერ დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულოა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის - პირველიდან მეექვსე კლასამდე. სასკოლო ფორმების ტარების ვალდებულება ყოველ წელს თანდათანობით დამატებით თითო კლასზე გავრცელდება.
მოსწავლეების ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი ფუნქციონირებს. სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით formebi.emis.ge არის შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0