https://sputnik-georgia.com/20261107/zarcvis-qurdobisa-da-janmrtelobis-dazianebis-braldebit-4-arasrulwlovani-daakaves-301592219.html
ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს
ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ოთხივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 07.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-07T13:55+0400
2026-11-07T13:55+0400
2026-11-07T13:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_9ad79a28acd9bc84ff3b345b5c10fb6b.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების და ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, ხოლო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. უწყებია ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 ათას ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ. სამართალდამცველებმა ოთხივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_c4f487673758ee66c7e8e3e4a6d9940c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს
სამართალდამცველებმა ოთხივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების და ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, ხოლო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.
უწყებია ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 ათას ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
სამართალდამცველებმა ოთხივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.