მარკეტიდან 1700 ლარის სიგარეტი მოიპარეს: თბილისში ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0