https://sputnik-georgia.com/20261106/tyis-ardgena-kaxetsi-31-atasze-meti-nergi-dairgveba-301578413.html
ტყის აღდგენა: კახეთში 31 ათასზე მეტი ნერგი დაირგვება
ტყის აღდგენა: კახეთში 31 ათასზე მეტი ნერგი დაირგვება
Sputnik საქართველო
ათწლიანი სტრატეგიის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 ათას ჰექტარ ფართობზე განხორციელდება. 06.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-06T13:40+0400
2026-11-06T13:40+0400
2026-11-06T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/11/272254191_0:53:1024:629_1920x0_80_0_0_84214957a033db29979f4e153c0365e4.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ჭალის ტყეში, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე ჯამში 31.050 მუხისა და იფანის ნერგი დაირგვება. "ტყის ეკოსისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, სანიტარიული ჭრები და ინვენტარიზაციის სამუშაოები. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე პროექტებს, რათა სამუშაოები დაგეგმილი მიზნებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა. ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის დეგრადირებული ტყეების აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს. ეროვნული სატყეო სააგენტო 2026 წლის ბოლომდე ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2,6 ათას ჰექტრამდე ფართობზე ჩაატარებს. გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 ათას ჰექტრამდე ფართობზე იქნება განხორციელებული. საქართველოს ტერიტორიის (6,97 მლნ ჰა) 40% ტყით არის დაფარული, რაც 2,7 მილიონ ჰექტარს შეადგენს. თუმცა ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან ტყის ლანდშაფტი მუდმივ ცვლილებას განიცდის და ტყის ფონდის ფართობი იცვლება. 2021 წლიდან ყველა ტყე აღირიცხება და საკუთრების ტიპის და კატეგორიების მიხედვით დაიყოფა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/11/272254191_57:0:966:682_1920x0_80_0_0_c79809a75364a14ad607e46155c96ed3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ტყის აღდგენა: კახეთში 31 ათასზე მეტი ნერგი დაირგვება
ათწლიანი სტრატეგიის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 ათას ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ჭალის ტყეში, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე ჯამში 31.050 მუხისა და იფანის ნერგი დაირგვება.
"ტყის ეკოსისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, სანიტარიული ჭრები და ინვენტარიზაციის სამუშაოები. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე პროექტებს, რათა სამუშაოები დაგეგმილი მიზნებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის დეგრადირებული ტყეების აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს.
ეროვნული სატყეო სააგენტო 2026 წლის ბოლომდე ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2,6 ათას ჰექტრამდე ფართობზე ჩაატარებს. გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 ათას ჰექტრამდე ფართობზე იქნება განხორციელებული.
საქართველოს ტერიტორიის (6,97 მლნ ჰა) 40% ტყით არის დაფარული, რაც 2,7 მილიონ ჰექტარს შეადგენს. თუმცა ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან ტყის ლანდშაფტი მუდმივ ცვლილებას განიცდის და ტყის ფონდის ფართობი იცვლება.
2021 წლიდან ყველა ტყე აღირიცხება და საკუთრების ტიპის და კატეგორიების მიხედვით დაიყოფა.