თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და გაძარცვეს: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ნასამართლევია.
დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილ ძარცვაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0