https://sputnik-georgia.com/20261105/tons-dauwios-papuasvilma-pavel-hercinskis-rceva-misca-301563914.html
ტონს დაუწიოს: პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის რჩევა მისცა
ტონს დაუწიოს: პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის რჩევა მისცა
Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ ევროპული კანონები უნდა მიიღოს და არა — ამერიკული, რუსული ან... 05.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-05T21:57+0400
2026-11-05T21:57+0400
2026-11-05T21:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_0:94:2000:1219_1920x0_80_0_0_09eb672642b951a290968a13e88066a3.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობისას უარი უნდა თქვას აგრესიულ, პრეტენზიულ და დამრიგებლურ ტონზე, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ ევროპული კანონები უნდა მიიღოს და არა — ამერიკული, რუსული ან ჩინური. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობასა და ღირებულებებს, რის გამოც ბრიუსელი მის გაუქმებას ითხოვს.სპიკერის თქმით, საქართველო თავად არის ევროპის ნაწილი და იღებს ევროპულ კანონებს; ხოლო თუ საქართველოში მიღებული კანონები არ შეესაბამება ჰერჩინსკის ან ბრიუსელის გემოვნებას, ეს უკვე სულ სხვა საქმეა.„ჩვენ სად ვართ, ამერიკა ვართ, ჩინეთი ვართ თუ რა ვართ? ჩვენ ვართ ევროპა, რას ჰქვია ევროპული. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს, ჩვენ ვართ ევროპა. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, ის არის რაღაც ევროპის რამე ქურუმი და აქ ჩვენ გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი ეს, თუ ვინმეს სჭირდება ევროპის ახსნა, აუხსნას თავის გარშემო ვინმე ადამიანებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ელჩის სიტყვებს იმის შესახებ, რომ არ ესმის, რაზე სურთ ქართულ ხელისუფლებას დიალოგი, თუ საუბარია „გლობალურ ომის პარტიაზე“ და „დიფ სთეითზე“.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის მოთხოვნებზე, რომლებიც საქართველოს სასამართლო სისტემას ეხება. მისი თქმით, ბრიუსელს სურს, რომ ქართველი მოსამართლეების დანიშვნისას გადამწყვეტი სიტყვა უცხოელ ექსპერტებს ჰქონდეთ.„ვიდრე მე ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ, საქართველოში დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე დანიშნოს უცხოელმა, წერტილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ხოლო მმართველი პარტია „აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_124:0:1876:1314_1920x0_80_0_0_1eb027aaf2bc78bfab31a5831e295f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ტონს დაუწიოს: პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის რჩევა მისცა
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ ევროპული კანონები უნდა მიიღოს და არა — ამერიკული, რუსული ან ჩინური.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობისას უარი უნდა თქვას აგრესიულ, პრეტენზიულ და დამრიგებლურ ტონზე, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ ევროპული კანონები უნდა მიიღოს და არა — ამერიკული, რუსული ან ჩინური. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობასა და ღირებულებებს, რის გამოც ბრიუსელი მის გაუქმებას ითხოვს.
„პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა, მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, საქართველო თავად არის ევროპის ნაწილი და იღებს ევროპულ კანონებს; ხოლო თუ საქართველოში მიღებული კანონები არ შეესაბამება ჰერჩინსკის ან ბრიუსელის გემოვნებას, ეს უკვე სულ სხვა საქმეა.
„ჩვენ სად ვართ, ამერიკა ვართ, ჩინეთი ვართ თუ რა ვართ? ჩვენ ვართ ევროპა, რას ჰქვია ევროპული. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს, ჩვენ ვართ ევროპა. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, ის არის რაღაც ევროპის რამე ქურუმი და აქ ჩვენ გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი ეს, თუ ვინმეს სჭირდება ევროპის ახსნა, აუხსნას თავის გარშემო ვინმე ადამიანებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ელჩის სიტყვებს იმის შესახებ, რომ არ ესმის, რაზე სურთ ქართულ ხელისუფლებას დიალოგი, თუ საუბარია „გლობალურ ომის პარტიაზე“ და „დიფ სთეითზე“.
„ამაზე უნდათ დიალოგი... ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ იმაზე, 2022 თუ 2023 წელს რომ მივიდა იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით და ეუბნებოდა, სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდათ დიალოგი, კვდებოდა თუ არ კვდებოდა? გავიდა ოთხი წელი და ადამიანს შვილი ეყოლა, პოლიტიკურ პროცესებს მართავს ლამის ციხიდან. ამაზე უნდა დიალოგი?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის მოთხოვნებზე, რომლებიც საქართველოს სასამართლო სისტემას ეხება. მისი თქმით, ბრიუსელს სურს, რომ ქართველი მოსამართლეების დანიშვნისას გადამწყვეტი სიტყვა უცხოელ ექსპერტებს ჰქონდეთ.
„ვიდრე მე ვარ პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ, საქართველოში დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე დანიშნოს უცხოელმა, წერტილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ ნომინალურად რჩება, ხოლო მმართველი პარტია „აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის ძირგამომთხრელ საქმიანობას“. ევროკომისიამ საქართველო იმაშიც დაადანაშაულა, რომ იგი კვლავაც არ ასრულებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ასახული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.