რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები

© photo: Sputnik / Stringerახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში
ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
ცხრა თვეში თბილისში 35 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა, ბაზრის მოცულობამ კი 3,2 მლრდ დოლარს მიაღწია
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე აგვისტოს სეზონური კლების შემდეგ მაღალი რჩებოდა და 8%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - სულ გაიყიდა 4,3 ათასი ბინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მეორად ბაზარზე გაყიდვები 2,1%-ით, პირველად ბაზარზე კი 14,5%-ით გაიზარდა.
2026 წლის აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში მოთხოვნა პირველად ბაზარზე 0,2%-ით გაიზარდა და 1434 დოლარი შეადგინა. ამავე დროს მეორად ბაზარზე არსებულ ახალ პროექტებში (რომელთა მშენებლობის ნებართვა 2013 წლამდეა გაცემული) ფასები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,9%-ით და 1387 დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა - ეს 16,7%-ით მეტია 2025 წლის 9 თვის პერიოდზე. ამასთან ბაზრის მოცულობა გაიზარდა 26,3%-ით და 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთში, მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.
თეთრი კარკასის კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 3.372 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.111 დოლარი.
ყველა ახალი ამბავი
0