ოქტომბერში თბილისში რამდენიმე სასტუმრო გაქურდეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
ნაქურდალი ნივთების ნაწილი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრში თბილისში მდებარე რამდენიმე სასტუმრო გაქურდა. ასევე ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
ნაქურდალი ნივთების ნაწილი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0