https://sputnik-georgia.com/20261103/zatulini-rusi-xalxis-sizliere-gaertianebasa-da-shenarchunebashia-301533569.html
ზატულინი: რუსი ხალხის სიძლიერე იმაშია, რომ შეუძლია გააერთიანოს და შეინარჩუნოს
ზატულინი: რუსი ხალხის სიძლიერე იმაშია, რომ შეუძლია გააერთიანოს და შეინარჩუნოს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, გარედან ხორციელდება მცდელობები, რომლებიც რუსი ხალხის ერთიანობის შერყევას ისახავს... 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T21:45+0400
2026-11-03T21:45+0400
2026-11-04T11:58+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
დსთ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263424356_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bf422aef890a2995efcc985a5565f684.jpg
თბილისი,3 ნოემბერი — Sputnik. რუსი ხალხის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გააერთიანოს და თავის შემადგენლობაში შეინარჩუნოს კულტურები და ხალხები, განაცხადა РИА Новости-სთან სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხებში კომიტეტის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გარე ძალები მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ რუსული საზოგადოების გახლეჩას და რუსეთის დანაწევრებას, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენცია თავიდან აეცილებინათ. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ხალხთა ერთიანობა გახდა ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავად რუსეთის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.პარლამენტარმა გაიხსენა, რომ მე-20 საუკუნეში რუსეთი ორჯერ დაიშალა: ჯერ — რუსეთის იმპერია (პირველი მსოფლიო ომისა და 1917 წლის რევოლუციის ფონზე), ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირი 1991 წელს, როდესაც „ყველაფერი ერთმანეთში აგვერია“. მისი აზრით, ამჟამად უმნიშვნელოვანესია, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ილუზია, ეჭვი თუ იმპულსი, რომელმაც, შესაძლოა, შიგნიდან შეარყიოს რუსეთის ფედერაციის მრავალეროვნული ერთიანობა და სტაბილურობა.მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, გარედან ხორციელდება მცდელობები, რომლებიც რუსი ხალხის ერთიანობის შერყევას ისახავს მიზნად.„ამგვარი მცდელობები არაგონიერი ან ბოროტი ზრახვების მქონე ადამიანების მხრიდან სხვადასხვა ხარისხით ვლინდება: როგორც სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, ისე იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა ამჟამად დგას (მაგალითად, მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ა. შ.)“, — განაცხადა ზატულინმა.დეპუტატმა დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეებს მართებთ სიბრძნის გამოჩენა, რათა ვერავინ შეძლოს შიდა შუღლისა და უთანხმოების თავის სასარგებლოდ გამოყენება.„სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გზავნილი, რომელსაც მე აბსოლუტურად და სრულად ვუჭერ მხარს“, — დაასკვნა მან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263424356_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_47b7e1cc90dd5cf564bbccb6025c404f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, დსთ
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, დსთ
ზატულინი: რუსი ხალხის სიძლიერე იმაშია, რომ შეუძლია გააერთიანოს და შეინარჩუნოს
21:45 03.11.2026 (განახლებულია: 11:58 04.11.2026) დეპუტატის თქმით, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, გარედან ხორციელდება მცდელობები, რომლებიც რუსი ხალხის ერთიანობის შერყევას ისახავს მიზნად.
თბილისი,3 ნოემბერი — Sputnik. რუსი ხალხის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გააერთიანოს და თავის შემადგენლობაში შეინარჩუნოს კულტურები და ხალხები, განაცხადა РИА Новости-სთან სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხებში კომიტეტის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გარე ძალები მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ რუსული საზოგადოების გახლეჩას და რუსეთის დანაწევრებას, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენცია თავიდან აეცილებინათ. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ხალხთა ერთიანობა გახდა ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავად რუსეთის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
„რუსი ხალხის — როგორც სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ერის — ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში შეძლო სხვების შემოერთება და გაერთიანება და ასევე საკუთარ წიაღში სხვადასხვა კულტურებისა და ხალხების შენარჩუნება. ეს უნიკალური მიღწევაა, რომელმაც საშუალება მოგვცა, შეგვექმნა ასეთი დიდი ქვეყანა“, — განაცხადა ზატულინმა.
პარლამენტარმა გაიხსენა, რომ მე-20 საუკუნეში რუსეთი ორჯერ დაიშალა: ჯერ — რუსეთის იმპერია (პირველი მსოფლიო ომისა და 1917 წლის რევოლუციის ფონზე), ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირი 1991 წელს, როდესაც „ყველაფერი ერთმანეთში აგვერია“. მისი აზრით, ამჟამად უმნიშვნელოვანესია, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ილუზია, ეჭვი თუ იმპულსი, რომელმაც, შესაძლოა, შიგნიდან შეარყიოს რუსეთის ფედერაციის მრავალეროვნული ერთიანობა და სტაბილურობა.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, გარედან ხორციელდება მცდელობები, რომლებიც რუსი ხალხის ერთიანობის შერყევას ისახავს მიზნად.
„ამგვარი მცდელობები არაგონიერი ან ბოროტი ზრახვების მქონე ადამიანების მხრიდან სხვადასხვა ხარისხით ვლინდება: როგორც სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, ისე იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა ამჟამად დგას (მაგალითად, მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ა. შ.)“, — განაცხადა ზატულინმა.
დეპუტატმა დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეებს მართებთ სიბრძნის გამოჩენა, რათა ვერავინ შეძლოს შიდა შუღლისა და უთანხმოების თავის სასარგებლოდ გამოყენება.
„სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გზავნილი, რომელსაც მე აბსოლუტურად და სრულად ვუჭერ მხარს“, — დაასკვნა მან.