https://sputnik-georgia.com/20261103/tbilisis-skolashi-moswavleze-izalades-301521834.html
შსს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებს
შსს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებს
Sputnik საქართველო
სავარაუდო დანაშაულში სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს. მშობლების თქმით, სავარაუდო სექსუალურ ძალადობას მეოთხე კლასელზე სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი. 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T16:12+0400
2026-11-03T16:12+0400
2026-11-03T16:12+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_fffa20c6e708d05ea636f6f6e65538c6.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულებისა და ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება „ტვ პირველი“. მედიის ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს - ერთ შემთხევვაში მეოთხე კლასელზე სავარუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხევევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მანდატურები. გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი, რაზეც მშობლებმა მალევე მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას - საქმის კურსშია განათლების სამინისტროც. სავარაუდო დაზარალებული მოსწავლის დედის ინფორმაციით, სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამე კლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს მეექვსე კლასის მოსწავლეებმა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_508a5cc724974bdab44ef975fd2f5a34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
შსს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებს
სავარაუდო დანაშაულში სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს. მშობლების თქმით, სავარაუდო სექსუალურ ძალადობას მეოთხე კლასელზე სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულებისა და ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება „ტვ პირველი“.
მედიის ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს - ერთ შემთხევვაში მეოთხე კლასელზე სავარუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხევევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მანდატურები.
გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი, რაზეც მშობლებმა მალევე მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას - საქმის კურსშია განათლების სამინისტროც.
სავარაუდო დაზარალებული მოსწავლის დედის ინფორმაციით, სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამე კლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს მეექვსე კლასის მოსწავლეებმა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.