https://sputnik-georgia.com/20261103/meriam-biznesis-dapinanseba-gazarda-301513152.html
თბილისის მერიამ მცირე ბიზნესის დაფინანსება გაზარდა
თბილისის მერიამ მცირე ბიზნესის დაფინანსება გაზარდა
Sputnik საქართველო
Воспользоваться программой могут зарегистрированные в Тбилиси микро- и малые предприниматели, которые желают приобрести станки и оборудование 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T11:39+0400
2026-11-03T11:39+0400
2026-11-03T11:39+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მესამე ეტაპი 2-12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს, გავაძლიეროთ მათი საქმიანობა და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა გასულ წელს დაიწყო და დაფინანსება უკვე 80-მა მეწარმემ მიიღო.გარდა ამისა, პროგრამის პირობები გაუმჯობესდა და კიდევ ერთი სიახლე შეემატა — თუ წინა ეტაპზე ფინანსდებოდა საწარმო, რომელსაც წლიური შემოსავლის ზედა ზღვარი 500 ათასი ლარი იყო, ახლა ერთ მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებსაც შეუძლიათ სარგებლობა. პროგრამა ითვალისწინებს მერიის თანადაფინანსებას მოთხოვნილი თანხის 70-დან 90%-მდე.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომემთაც საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა სურთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
თბილისის მერიამ მცირე ბიზნესის დაფინანსება გაზარდა
Воспользоваться программой могут зарегистрированные в Тбилиси микро- и малые предприниматели, которые желают приобрести станки и оборудование
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მესამე ეტაპი 2-12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს, გავაძლიეროთ მათი საქმიანობა და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა გასულ წელს დაიწყო და დაფინანსება უკვე 80-მა მეწარმემ მიიღო.
„წელს პროგრამის ბიუჯეტი და თითოეული ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ლიმიტი გაიზარდა. თუ გასულ წელს მაქსიმალური დაფინანსება 20 000 ლარს შეადგენდა, წელს ეს თანხა 50 000 ლარია, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ წარმოების მასშტაბი“, — აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, პროგრამის პირობები გაუმჯობესდა და კიდევ ერთი სიახლე შეემატა — თუ წინა ეტაპზე ფინანსდებოდა საწარმო, რომელსაც წლიური შემოსავლის ზედა ზღვარი 500 ათასი ლარი იყო, ახლა ერთ მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებსაც შეუძლიათ სარგებლობა. პროგრამა ითვალისწინებს მერიის თანადაფინანსებას მოთხოვნილი თანხის 70-დან 90%-მდე.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომემთაც საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა სურთ.