https://sputnik-georgia.com/20261103/deda-shvils-matxovrobas-aizulebda-301516114.html
დედა საკუთარ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა
დედა საკუთარ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა
Sputnik საქართველო
ტრეფიკინგის საქმეზე არასრულწლოვნის დედასთან ერთად მისი მეგობარი ქალია დაკავებული. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T15:29+0400
2026-11-03T15:29+0400
2026-11-03T15:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324239_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_6ba4279ca6cd1db5b8d17461014f879a.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დედა და მისი მეგობარი ქალი არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ამ თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324239_139:0:2362:1667_1920x0_80_0_0_16c0b3d921705ec51e12a68a2b5842a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დედა საკუთარ არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა
ტრეფიკინგის საქმეზე არასრულწლოვნის დედასთან ერთად მისი მეგობარი ქალია დაკავებული. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დედა და მისი მეგობარი ქალი არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ამ თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.