შსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerძაღლები
ძაღლები - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
თბილისის მერიამ ცხოველთა სამარხების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ცხოველთა სამარხების შესახებ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
31 ოქტომბერს TV Pirveli-მა გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები.
გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
კვირას, 1-ელ ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა და რიგითმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, დამნაშავეების დასჯასა და ცოფის საწინააღმდეგო საყოველთაო აცრების დაწყებას ითხოვენ.
თბილისის მერიამ ცხოველთა სამარხების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. უწყების განმარტებით, განცხადება ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”, ფაქტების დამახინჯებაა.
ყველა ახალი ამბავი
0