სამართალდამცველებმა მარნეულში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
დანაშული 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1.750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა, დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0