გელა გელაძე „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა

© Picasaგელა გელაძე
გელა გელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გელა გელაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კორპორაცია ავრცელებს.
სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნამდე გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, რომელიც დღეს დატოვა.
მანადე გელაძეს ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები.
გელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები.
ყველა ახალი ამბავი
0