საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან? მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ, რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში, 28 დეპორტირებულს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განუცხადა.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 2.124 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპორტირებულთა შორის 1.344 მამაკაცი და 317 ქალია, ასევე 435 არასრულწლოვანი. საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა გერმანიიდან (1.074 ადამიანი), შემდეგ მოდის საფრანგეთი (346), ირლანდი (187), იტალია (91) და პოლონეთი (71).
ამასთან, შსს-ის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ, რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში, 28 დეპორტირებულს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განუცხადა. მათი დეპორტაცია იგეგმებოდა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე - საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
ყველა ახალი ამბავი
0