საქართველოში ცხრა თვეში დანაშაულის რაოდენობა 10,6%-ით გაიზარდა

© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
გამოწერა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, ნარკოდანაშაულმა ქურდობას გადაუსწრო, ხოლო ქურდობის ფაქტების რაოდენობა 7,4%-ით შემცირდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. 2026 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი, 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, 10,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩადენილი 44,7 ათასი დანაშაულიდან 73,6% გახსნილია.
დანაშაულს საერთო რაოდენობიდან პირველ ადგილზეა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები. ცხრა თვის განმავლობაში პოლიციამ 11.300 ასეთი დანაშაული დაარეგისტრირა, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 92,7% შეადგინა.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების საერთო რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56,6%-ით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა ისე, რომ ამ კატეგორიის დანაშაულებმა პირველ ადგილზე ჩაანაცვლა ქურდობა — რომელიც ისტორიულად საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად ითვლება.
ქურდობის აღრიცხული ფაქტების რაოდენობა, 2025 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, 7,4%-ით შემცირდა. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 9.600 ასეთი დანაშაული დააფიქსირეს, აქედან საქმეების 72,2% გახსნილია.
საქართველოში ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ძალადობა (ცემა) და ოჯახური ძალადობა, კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 5,6%-ითა და 10,8%-ით შემცირდა, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ძალადობის 2.300 და ოჯახური ძალადობის 2.400 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამავდროულად, 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში „მუქარის“ მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 0,26%-ით გაიზარდა და ჯამში 3 ათასი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0