https://sputnik-georgia.com/20261031/aralegalebis-winaarmdeg-brzola-saqartvelosi-ucxo-qveynis-61-moqalaqe-daakaves-301469435.html
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით. 31.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-31T12:34+0400
2026-10-31T12:34+0400
2026-10-31T12:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6ae09f2b0f43d657ed5519f73931ceff.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს, რომლის შედეგად საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქეა დაკავებული, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროუწყების ცნობით, დაკავებულებს შორისაა ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის მოქალაქეები.სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით“, - აღნიშულია ინფორმაციაში.ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით.უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლები საიმიგრაციო კონტროლის სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებენ. შემოწმებები წინასწარ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე ტარდება და მიზნად ისახავს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან.უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ. ეს წესი არ ეხება მათ, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293976947_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_d8e29027b245e760abc5b98ed413a8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს
დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს, რომლის შედეგად საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქეა დაკავებული, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორისაა ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის მოქალაქეები.
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.
„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლები საიმიგრაციო კონტროლის სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებენ. შემოწმებები წინასწარ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე ტარდება და მიზნად ისახავს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ. ეს წესი არ ეხება მათ, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.