https://sputnik-georgia.com/20261030/rtveli-2026-dasasruls-uaxlovdeba-301451854.html
გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი: რთველი-2026 დასასრულს უახლოვდება
გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი: რთველი-2026 დასასრულს უახლოვდება
Sputnik საქართველო
რთველი უკვე დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3,6 ათას ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი. 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T15:53+0400
2026-10-30T15:53+0400
2026-10-30T15:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295231413_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_4a694f91b55734fb002b8d3c845581f1.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული "ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.უწყების ცნობით, ამ ეტაპზე რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც გადამუშავდა 500 ტონამდე ყურძენი. ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 1 300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებს როგორც კერძო სექტორი, ისე ჭარბ ყურძენს — სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“.კახეთში, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება 314,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო ყურძენი, დანარჩენი მაღალი და საშუალო ხარისხის მოსავალია.კახეთში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ხარისხის მიხედვით დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, ერთი კგ – 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე – ერთი ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის – 50 თეთრი. რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი – 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე – 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები – 50 თეთრი.რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3,6 ათას ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა.სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ სამი ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ რვა ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს ოთხ ლარს, როგორც ერთი კგ ალექსანდროულის, ასევე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებში იყო.2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.2025 წელს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე 145,7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც 241 მლნ ლარი დახარჯა.
საქართველო
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295231413_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_4f2c78c040d1b6f535043901e0a7d713.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, კახეთი , რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, კახეთი , რაჭა-ლეჩხუმი
გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი: რთველი-2026 დასასრულს უახლოვდება
რთველი უკვე დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3,6 ათას ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული "ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც გადამუშავდა 500 ტონამდე ყურძენი. ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 1 300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებს როგორც კერძო სექტორი, ისე ჭარბ ყურძენს — სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“.
კახეთში, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება 314,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო ყურძენი, დანარჩენი მაღალი და საშუალო ხარისხის მოსავალია.
კახეთში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ხარისხის მიხედვით დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, ერთი კგ – 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე – ერთი ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის – 50 თეთრი. რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი – 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე – 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები – 50 თეთრი.
რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3,6 ათას ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ სამი ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ რვა ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს ოთხ ლარს, როგორც ერთი კგ ალექსანდროულის, ასევე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებში იყო.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
2025 წელს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე 145,7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც 241 მლნ ლარი დახარჯა.