მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები გამოართვა და 102 ათასი ლარი მიითვისა - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerოქრო
ოქრო - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა მოქალაქე ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები და დაარწმუნა, რომ მათი რეალიზაციის შემდეგ ერთი თვის ვადაში შესაბამის თანხას გადაუხდიდა.
„თუმცა ბრალდებულმა ოქროს ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიღებული თანხა - 102.300 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მოქალაქე ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0