https://sputnik-georgia.com/20261030/gzebis-msenebloba-uprecedento-masstabit-gagrzeldeba-infrastruqturis-ministri-301455195.html
გზების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით გაგრძელდება - ინფრასტრუქტურის მინისტრი
გზების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით გაგრძელდება - ინფრასტრუქტურის მინისტრი
Sputnik საქართველო
ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საგზაო ინფრასტრუქტურას აქტიურად ავითარებს 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T18:11+0400
2026-10-30T18:11+0400
2026-10-30T18:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/06/249636300_24:0:2042:1135_1920x0_80_0_0_126e46994047ce2458629d4e319bc694.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2027 წელს საგზაო მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით გაგრძელდება; სამუშაოები კი რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე ერთდროულად დაიწყება, ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.ამჟამად საქართველო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საგზაო ინფრასტრუქტურას აქტიურად ავითარებს.მისი თქმით, 2027 წლის საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების მშენებლობა.„აღნიშნულ პროექტებზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია და ამ ეტაპზე შეფასების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა სოხაძემ.მისი თქმით, მომავალი წლიდან აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისის შემოვლით გზაზე. პროექტი ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი და ოთხივე მონაკვეთზე პარალელურად განხორციელდება.გარდა ამისა, ასევე გაგრძელდება კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა ბადიაურიდან ბაკურციხემდე, ასევე იგეგმება ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთება, სარფის გვირაბის მშენებლობა, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა და ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალის პროექტი.რევაზ სოხაძემ შიდა გზების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალი წლის განმავლობაში აქტიური ტემპით გაგრძელდება, რისთვისაც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.რევაზ სოხაძის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მხოლოდ საგზაო მიმართულებით არ იგეგმება. მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნება სამოქალაქო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებითაც.ამასთან ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა პროექტი უნდა იყოს ხარისხიანი, წლების განმავლობაში გამძლე და დროულად ჩაბარდეს.„ ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა სკოლები და გზები, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროექტები დროულად დასრულდეს და დროულად შევიდეს ექსპლუატაციაში“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.საგზაო ინფრასტრუქტურის ყველაზე მთავარი პროექტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობა ყველა გზების მშენებლობის დასრულებას 2031 წლისთვის გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/06/249636300_277:0:1790:1135_1920x0_80_0_0_dbbcbbe2c69a7c19f4936d94a490e9a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
გზების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით გაგრძელდება - ინფრასტრუქტურის მინისტრი
ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საგზაო ინფრასტრუქტურას აქტიურად ავითარებს
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2027 წელს საგზაო მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით გაგრძელდება; სამუშაოები კი რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე ერთდროულად დაიწყება, ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
ამჟამად საქართველო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საგზაო ინფრასტრუქტურას აქტიურად ავითარებს.
„მსგავსი მოცულობისა და ტემპის მაგისტრალების მშენებლობა ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა და ერთდროულად ამდენი მიმართულებით სამუშაოები არ დაწყებულა. ეს ნიშნავს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, 2027 წლის საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების მშენებლობა.
„აღნიშნულ პროექტებზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია და ამ ეტაპზე შეფასების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, მომავალი წლიდან აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისის შემოვლით გზაზე. პროექტი ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი და ოთხივე მონაკვეთზე პარალელურად განხორციელდება.
გარდა ამისა, ასევე გაგრძელდება კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა ბადიაურიდან ბაკურციხემდე, ასევე იგეგმება ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთება, სარფის გვირაბის მშენებლობა, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა და ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალის პროექტი.
რევაზ სოხაძემ შიდა გზების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალი წლის განმავლობაში აქტიური ტემპით გაგრძელდება, რისთვისაც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
რევაზ სოხაძის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მხოლოდ საგზაო მიმართულებით არ იგეგმება. მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნება სამოქალაქო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებითაც.
ამასთან ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა პროექტი უნდა იყოს ხარისხიანი, წლების განმავლობაში გამძლე და დროულად ჩაბარდეს.
„ ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა სკოლები და გზები, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროექტები დროულად დასრულდეს და დროულად შევიდეს ექსპლუატაციაში“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის ყველაზე მთავარი პროექტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანი, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობა ყველა გზების მშენებლობის დასრულებას 2031 წლისთვის გეგმავს.