შიდა ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმს პოლიციის ახალი უფროსები ჰყავთ

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ორივეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, შიდა ქართლის და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორები წარუდგინა, ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე მჭედლიშვილი გახდა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად აკაკი მაისურაძე დაინიშნა.
ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აკაკი მაისურაძეკი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ორივეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ივანე მჭედლიშვილს და აკაკი მაისურაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ყველა ახალი ამბავი
0