https://sputnik-georgia.com/20261029/saqartvelos-azerbaijanis-premier-ministri-ewveva--301430070.html
საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11... 29.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-29T12:31+0400
2026-10-29T12:31+0400
2026-10-29T12:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს მთავრობა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/10/286881198_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_e7382ab8af158667ee4c13452cb6f8aa.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს 29-30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, აღნიშნულია ინფორმაციაში.აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/10/286881198_113:0:1934:1366_1920x0_80_0_0_c1622edc65030538b9613a22708a4d60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს მთავრობა , კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს მთავრობა , კავკასია
საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს 29-30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.
გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, აღნიშნულია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.