მიხეილ ყაველაშვილმა მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა

© State Security Service of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
მეცნიერება არა მხოლოდ სამყაროს შეცნობის შესაძლებლობას იძლევა, არამედ უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს 85 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ 85-წლიანი ისტორია საქართველოს ინტელექტუალური მემკვიდრეობისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
მიხეილ ყაველაშვილმა იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მეცნიერების მნიშვნელობასა და ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალზეც ისაუბრა.
„დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მეცნიერება არა მხოლოდ სამყაროს შეცნობის შესაძლებლობას იძლევა, არამედ უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტექნოლოგიურ პროგრესსა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად და სამეცნიერო თანამშრომლობის გზით გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში დადებითი წვლილი შეიტანოს.
პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნის მიღწევა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ყველა ახალი ამბავი
0