მარნეულში მაღაზიაში მომხდარი შელაპარაკებისას მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0