https://sputnik-georgia.com/20261029/kacebs-gacnobis-sababit-sxvdebodnen-sastikad-scemdnen-da-zarcvavdnen-dakavebulia-7-piri-301434246.html
კაცებს გაცნობის საბაბით ხვდებოდნენ, სასტიკად სცემდნენ და ძარცვავდნენ: დაკავებულია 7 პირი
კაცებს გაცნობის საბაბით ხვდებოდნენ, სასტიკად სცემდნენ და ძარცვავდნენ: დაკავებულია 7 პირი
Sputnik საქართველო
შსს-ს ცნობით, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. 29.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-29T14:11+0400
2026-10-29T14:11+0400
2026-10-29T14:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564102_1195:204:4126:1853_1920x0_80_0_0_a7edf15f70a440cb7339f64a6ecd6585.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.უწყების მტკიცებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა და ჯგუფის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი გაძარცვის გეგმა.უწყების ცნობით, ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს.გარდა ამისა, ბრალდებულები დაზარალებულების ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ, ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564102_1593:197:3801:1853_1920x0_80_0_0_9811c86155c621eeef7a6be92421b7e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
კაცებს გაცნობის საბაბით ხვდებოდნენ, სასტიკად სცემდნენ და ძარცვავდნენ: დაკავებულია 7 პირი
შსს-ს ცნობით, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების მტკიცებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა და ჯგუფის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი გაძარცვის გეგმა.
„დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს.
გარდა ამისა, ბრალდებულები დაზარალებულების ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ვიდეომასალას სოციალურ ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ, ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას განაგრძობდნენ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, ასევე მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე, 181-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.