შსს: თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოსთხოვა 10 ათასი ლარი თითქოსდა სამართალდამცველების მოსასყიდად.
„ბრალდებული ქალს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ თანხას თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 ათასი ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს აღნიშნული თანხიდან 40 ათასი ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმდებოდა, ხოლო დარჩენილი 60 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 ათასი ლარი გადასცა.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0