https://sputnik-georgia.com/20261028/sarjveladze-vizitit-kopenhagenshi-imkopeba-301402090.html
სარჯველაძე ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის დირექტორს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
სარჯველაძე ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის დირექტორს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T16:00+0400
2026-10-28T16:00+0400
2026-10-28T16:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანმო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966734_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_42124ec890ce6362495d9c4f39815274.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჯანდაცვის მინისტრი კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს. უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, ჯანდაცვის სისტემების განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ძალისხმევის როლზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 27-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს. საქართველო გაეროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წევრი 1992 წლიდან არის. მალევე გაიხსნა სამეკავშირეო ოფისი თბილისში და ორივე მხარეს შორის ხელი მოეწერა ძირითად სახელშეკრულებო წევრობის შეთანხმებას და სხვა ოფიციალურ აქტებს, რომელშიც გაწერილია ორგანიზაციის ჩართულობისა და აქტიურობის შესახებ საქართველოში არსებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში, უნივერსალური ჯანდაცვის დანერგვასა და გადამდებ თუ არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში. საქართველო ჯანმოს მიერ ოფიციალურად აღიარებულია მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად. ასევე ჯანმოს მხარდაჭერით ხორციელდება ქვეყნის კრიზისული მართვისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდების კვალიფიკაციის ამაღლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966734_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_5152b33d5fdee41961345907de7d7929.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანმო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანმო , საზოგადოება, ახალი ამბები
სარჯველაძე ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის დირექტორს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
ჯანდაცვის მინისტრი ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრი კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს.
უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, ჯანდაცვის სისტემების განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ძალისხმევის როლზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 27-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.
საქართველო გაეროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წევრი 1992 წლიდან არის. მალევე გაიხსნა სამეკავშირეო ოფისი თბილისში და ორივე მხარეს შორის ხელი მოეწერა ძირითად სახელშეკრულებო წევრობის შეთანხმებას და სხვა ოფიციალურ აქტებს, რომელშიც გაწერილია ორგანიზაციის ჩართულობისა და აქტიურობის შესახებ საქართველოში არსებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში, უნივერსალური ჯანდაცვის დანერგვასა და გადამდებ თუ არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლაში.
საქართველო ჯანმოს მიერ ოფიციალურად აღიარებულია მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად. ასევე ჯანმოს მხარდაჭერით ხორციელდება ქვეყნის კრიზისული მართვისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდების კვალიფიკაციის ამაღლება.