https://sputnik-georgia.com/20261028/policiam-mkvlelobis-braldebit-1-piri-daakava-301401894.html
ძმის ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ძმის ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T12:23+0400
2026-10-28T12:23+0400
2026-10-28T12:23+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 24 წლის სტუდენტი გურამ ბოიკოა. მკვლელობა რესტორან „ლისი მერესთან", გარდაცვლილის ძმის ქორწილის დროს მოხდა.თვითმხილველების თქმით, წვეულების დროს ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც რესტორნის გარეთ ჩხუბში გადაიზარდა. გურამ ბოიკო დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც იგი დანით დაჭრეს.გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე" კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სსკ-ისის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ძმის ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 24 წლის სტუდენტი გურამ ბოიკოა. მკვლელობა რესტორან „ლისი მერესთან", გარდაცვლილის ძმის ქორწილის დროს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, წვეულების დროს ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც რესტორნის გარეთ ჩხუბში გადაიზარდა. გურამ ბოიკო დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც იგი დანით დაჭრეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე" კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ისის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.