პოლიციამ კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის, საცხოვრებელი სახლის ეზოს და დროებით სარგებლობაში არსებული ფერმის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0