2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები ცნობილია

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
გამოწერა
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 მასწავლებელს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მასწავლებლის ეროვნული პრემია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს დაწესდა. ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია ქუთაისში 27 ოქტომბერს გაიმართა.
„მასწავლებლის ეროვნული დღე გვახსენებს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნული მნიშვნელობის საქმე. ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და ვთვლით, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. მინდა, თითოეულ თქვენგანისადმი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ამ პასუხისმგებლობას ყოველდღიურად ღირსეულად ატარებთ", - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დაჯილდოების ცერემონიაზე.
მინისტრმა თითოეულ პედაგოგს მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ნათელი მომავალი სწორედ მასწავლებლებზე, მათ შრომასა და თავდადებაზე დგას.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 პედაგოგს გადაეცა:
1.
საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი;2.
ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მირანდა ხაჯიშვილი;3.
რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ლარცულიანი;4.
სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგიზი თავართქილაძე;5.
თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ცისანა დოლიძე;6.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი გვანცა ჭაბუკიანი;7.
აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რუსუდან ლომთაძე; 8.
დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი მზიური შავაძე;9.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი იამზე მსხვილიძე; 10.
ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი დავით ნიშნიანიძე.მინისტრთან ერთად, დამსწრე-საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
სამინისტროს ცნობით, მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესება საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით იკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. დასკვნით ეტაპზე წლის საუკეთესო ათ მასწავლებელს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია გამოავლენს.