დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები 2 ნოემბრიდან გაიყიდება

ახალი სასკოლო ფორმები
ახალი სასკოლო ფორმები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმები პირველკლასელებს გადაეცათ.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი 2 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო იქნება დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის - პირველიდან მეექვსე კლასამდე. სასკოლო ფორმების ტარების ვალდებულება ყოველ წელს თანდათანობით დამატებით თითო კლასზე გავრცელდება.
უწყების ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რეალიზაციის 83 პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00 საათის პერიოდში იმუშავებს.
გარკვეული კატეგორიის მოსწავლეები სასკოლო ფორმას უფასოდ მიიღებენ.
სასკოლო ფორმის ფასი:
პიჯაკი (გოგონებისა და ბიჭებისთვის) – 45 ლარი
შარვალი - 25 ლარი
ქვედაბოლო - 25 ლარი
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერისაა (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელია როგორც მოკლე, ისე გრძელი.
ფორმა ხელმისაწვდომია სამ ზომაში, გათვლილი არის სხვადასხვა სიმაღლეზე და დამზადებულია პოლიესტერისგან, სუნთქვადი, ჰიპოალერგიული სარჩულით.
ყველა ახალი ამბავი
0