ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0