მარკეტიდან 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

© courtesy of Investigative Service of the Ministry of Financeსიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
დანაშაულოი 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი „ცხელ კვალზე" დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სიგარეტები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება სსკ-ის 177-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0