https://sputnik-georgia.com/20261027/kobaxidze-tbilisis-pinansur-samitze-gamovida-301379823.html
პრემიერი: თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას
პრემიერი: თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას
Sputnik საქართველო
მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში" 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T15:00+0400
2026-10-27T15:00+0400
2026-10-27T15:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას და „შუა დერეფნის" ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამიტის გახსნის ცერემონიაზე.საქართველოს დედაქალაქი 27-28 ოქტომბერს რიგით მეორე „თბილისის ფინანსურ სამიტს" უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფინტექ-ინდუსტრიის და ფინანსური სექტორის ლიდერები, ცენტრალური ბანკების მმართველები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და მთელი მსოფლიოდან მოწვეული ექსპერტები.მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბოლო წლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის შემუშავდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩო და სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვების წესი.თბილისის ფინანსური სამიტის მთავარი თემაა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში" .ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში მეორედ ტარდება, პრემიერ-მინისტრის გარდა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელი სოპნენდუ მოჰანტი. თბილისის ფინანსური სამიტი ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ, სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ტარდება. წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი იღებს მონაწილეობას. სამიტის მონაწილეებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Swift, UnionPay, Luma Group, Accel, Tether, Ant International და სხვა. ასევე ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იანგ ჯუნი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბინურ ჟალენოვი, ალბანეთის ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰოლტა ზაჩაი, ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი მუ ჩანგჩუნი, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოვანეს ხაჩატრიანი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ემირ კურტიჩი, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის პრეზიდენტი რენატ ბექტუროვი. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები. განხილვის ძირითადი მიმართულებები იქნება რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება. სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების, ციფრული აქტივების რეგულირების საკითხებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. სამიტის დღის წესრიგი ასევე მოიცავს რეგიონში ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების საკითხებს. სამიტის ფარგლებში გაიმართება AI და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღე. ჰაკათონი ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია და მასში 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს სწორედ დემო დღეზე გამოვლინდებიან. GFTN სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ა.შ. 2025 წელს ქსელს საქართველოც შეუერთდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას
მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში"
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას და „შუა დერეფნის" ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამიტის გახსნის ცერემონიაზე.
საქართველოს დედაქალაქი 27-28 ოქტომბერს რიგით მეორე „თბილისის ფინანსურ სამიტს" უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფინტექ-ინდუსტრიის და ფინანსური სექტორის ლიდერები, ცენტრალური ბანკების მმართველები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და მთელი მსოფლიოდან მოწვეული ექსპერტები.
„რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ პროცესში თბილისის ფინანსური სამიტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბოლო წლებში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის შემუშავდა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩო და სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვების წესი.
„შედეგად, ბაზარზე უკვე ოპერირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების 40-ზე მეტი პროვაიდერი. ასევე დაინერგა ღია ბანკინგი და შეიქმნა ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩო, რომლის საფუძველზეც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს. მათგან ერთი სინგაპურული ინიციატივით დაფუძნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით განახლდა საგადახდო სისტემებიც, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ფინტექ-კომპანიებს ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა კობახიძემ.
თბილისის ფინანსური სამიტის მთავარი თემაა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში" .
ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში მეორედ ტარდება, პრემიერ-მინისტრის გარდა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელი სოპნენდუ მოჰანტი.
თბილისის ფინანსური სამიტი ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ, სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ტარდება. წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი იღებს მონაწილეობას.
სამიტის მონაწილეებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Swift, UnionPay, Luma Group, Accel, Tether, Ant International და სხვა. ასევე ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იანგ ჯუნი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბინურ ჟალენოვი, ალბანეთის ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰოლტა ზაჩაი, ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი მუ ჩანგჩუნი, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოვანეს ხაჩატრიანი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ემირ კურტიჩი, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის პრეზიდენტი რენატ ბექტუროვი.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები. განხილვის ძირითადი მიმართულებები იქნება რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება.
სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების, ციფრული აქტივების რეგულირების საკითხებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. სამიტის დღის წესრიგი ასევე მოიცავს რეგიონში ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების საკითხებს.
სამიტის ფარგლებში გაიმართება AI და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღე. ჰაკათონი ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია და მასში 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს სწორედ დემო დღეზე გამოვლინდებიან.
GFTN სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ა.შ. 2025 წელს ქსელს საქართველოც შეუერთდა.