https://sputnik-georgia.com/20261027/devnili-ojaxebis-monitoringi-iwkeba-301381672.html
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამა: დევნილი ოჯახების მონიტორინგი იწყება
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამა: დევნილი ოჯახების მონიტორინგი იწყება
Sputnik საქართველო
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, უფლება ექნება საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მოითხოვოს. 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T20:00+0400
2026-10-27T20:00+0400
2026-10-27T20:00+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახების მონიტორინგი იწყება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის პარალელურ ალტერნატივად ახალი ფულადი პროგრამა შესთავაზა. ინიციატივის თანახმად, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც არ სურთ სახელმწიფოს მიერ სახლის შესყიდვის რიგში ლოდინი, შეუძლიათ უარი თქვან საცხოვრისზე და სანაცვლოდ მიიღონ ერთჯერადი ფულადი თანხა - 10 ათასი ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის იუსტიციის სახლში განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი. მონიტორინგის ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან დაიწყებენ მუშაობას. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება. სამინისტროს ცნობით, კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს 58 მლნ ლარია გამოყოფილი - პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი მომდევნო წლებში უფრო მეტად გაიზრდება.იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300.549 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 96.313 ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამა: დევნილი ოჯახების მონიტორინგი იწყება
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, უფლება ექნება საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მოითხოვოს.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახების მონიტორინგი იწყება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის პარალელურ ალტერნატივად ახალი ფულადი პროგრამა შესთავაზა. ინიციატივის თანახმად, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც არ სურთ სახელმწიფოს მიერ სახლის შესყიდვის რიგში ლოდინი, შეუძლიათ უარი თქვან საცხოვრისზე და სანაცვლოდ მიიღონ ერთჯერადი ფულადი თანხა - 10 ათასი ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის იუსტიციის სახლში განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი.
„საწყის ეტაპზე რიგითობის შესაბამისად განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მონიტორინგის ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან დაიწყებენ მუშაობას. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.
სამინისტროს ცნობით, კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს 58 მლნ ლარია გამოყოფილი - პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი მომდევნო წლებში უფრო მეტად გაიზრდება.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300.549 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 96.313 ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.