რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში სექტემბერში?

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 9,8%-ით გაიზარდა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 6,4%-ით გაიზარდა - გაიყიდა 4.245 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 24,1%-ით და 376 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 9,8%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალ პროექტებში როგორც პირველად (6,3%), ასევე მეორად (14,6%) ბაზრებზე. ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა 4,7%-ით.
კომპანიის ინფორმაციით, თბილისში როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობას საქართველოს მოქალაქეები ახორციელებენ - უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი გასული წლის სექტემბერთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა და 12%-ს შეადგენს.
2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარეუბნებში 9,9%-ით, ცენტრთან ახლოს 15%-ით და ქალაქის ცენტრში 12,3%-ით გაიზარდა.
კომპანიის ცნობით, ცენტრთან ახლოს რამდენიმე მაღალი კლასის პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. ქალაქის მასშტაბით ახალი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასი 11,9%-ით გაიზარდა. მეორად ბაზარზე ქალაქის საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა.
ამ პერიოდში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, ქალაქის ცენტრში 16,8%-ით, ცენტრთან ახლოს 17,3%-ით და გარეუბნებში 10,9%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, ძველ პროექტებში ფასები 14%-ით გაიზარდა.
კომპანიის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 3,1%-ით გაიზარდა - გაიყიდა 41,6 ათასი ბინა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 15,2%-ით გაიზარდა და 3,2 მლრდ დოლარს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0