პოლიციამ მარნეულში თანხის გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, რომელთაგან ერთი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქვემო ქართლში თანასოფლელს საბანკო ანგარიში გაახსნევინეს და ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციას დაეუფლნენ. მათ მამაკაცი დაარწმუნეს, რომ ანგარიშზე თანხები ჩაირიცხებოდა, საიდანაც გარკვეულ წილს მასაც მისცემდნენ.
მოგვიანებით ბრალდებულებმა მამაკაცს განუცხადეს, რომ თითქოს საბანკო ანგარიში გაუქმდა, რის შემდეგაც 1,5 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0