„ჩემი პირველი ნერგი": პროექტის ფარგლებში 2,9 ათასზე მეტი ნერგი დაირგო

© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaხის დარგვა
ხის დარგვა - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
აღნიშნული პროექტი ქვეყნის მასშტაბით 22 ოქტომბერს - ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. პროექტ „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა 2.933 ნერგი დარგეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ ახალი სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი" 6 სექტემბერს დაამტკიცა. პროექტის მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით ტყისა და მწვანე სივრცეების გაფართოება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნიადაგის დეგრადირების პრევენცია და მოზარდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა.
აღნიშნული პროექტი ქვეყნის მასშტაბით 22 ოქტომბერს - ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში 41 ათასზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა, რომელთა შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.
პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
ყველა ახალი ამბავი
0