ადვოკატმა ყალბი საბუთებით მოქალაქეებს თანხა გამოსძალა: დაკავებული წარსულში ნასამართლევია

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ორმა მოქალაქემ სამოქალაქო დავის წარმოებისა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების მიღების მიზნით მიმართა. ბრალდებულმა მათ სასამართლოში სარჩელის შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევის დაპირებით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა.
"მიუხედავად თანხის მიღებისა, ბრალდებულს, როგორც მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს. ამის ნაცვლად, მან მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, თითქოს მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ყალბი დოკუმენტაცია გადაუგზავნა", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 ათას ლარს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0