საქართველოს მთავრობას წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების მიმართ ბიზნესის ინტერესის იმედი აქვს

© photo: Sputnikწყალტუბო
წყალტუბო - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2026
გამოწერა
აუქციონის პირობებით, გამარჯვებულმა ინვესტორებმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის, ანუ 5 წლის განმავლობაში, უნდა განავითარონ ტერიტორიები, განახორციელონ განსაზღვრული მოცულობის ინვესტიციები, ააშენონ თანამედროვე სასტუმროები ან სარეაბილიტაციო ცენტრები.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ კურორტ წყალტუბოში არსებული ყოფილი სანატორიუმებით კერძო სექტორი დაინტერესდება, რადგან ამ სექტორის განვითარებისთვის ახლა შექმნილია ხელსაყრელი პირობები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონები ხელახლა გამოაცხადა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასები ჯამში 49,2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გამარჯვებულმა ინვესტორებმა ტერიტორიების განვითარებისთვის ჯამურად არანაკლებ 314,013 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ (დღგ-ის გარეშე).
საუბარია შემდეგ ყოფილ სანატორიუმებზე: „რკინიგზელი“, „ინტურისტი“, „მედეა“, „სავანე“, „აია“, გელათი“, „იმერეთი“, გეოლოგი“ და „მეგობრობა“.
აუქციონები 20 ოქტომბერს გამოცხადდა და 15 ნოემბერს დასრულდება.
„მას შემდეგ, რაც აუქციონები დასრულდება, გამოჩნდება, ვის აქვს კონკრეტულად ინტერესი კონკრეტული სანატორიუმების მიმართ, ჩვენთვის მთავარია, რომ კურორტი განვითარდეს. დღეს არის ისეთი ტენდენციები, რომ ამისათვის ძალიან კარგი ნიადაგია შექმნილი და, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ახალი ინიციატივების განხორციელებას ხელი შეუშალა სანქციებმა, რომლებიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის დაწესებული.
პრივატიზაციის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა ინვესტორებმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის, ანუ 5 წლის განმავლობაში, უნდა განავითარონ ტერიტორიები, განახორციელონ განსაზღვრული მოცულობის ინვესტიციები, ააშენონ თანამედროვე სასტუმროები ან სარეაბილიტაციო ცენტრები.
2019 წელს ბიძინა იბანიშვილმა განაცხადა, რომ პირადად ჩაუდგებოდა სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გეგმა ითვალისწინებოდა 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას, მათ სრულ რეაბილიტაციას, „კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“.
კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ-რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.
ყველა ახალი ამბავი
0